1. პროექტის სახელწოდება: საქართველოს მხარეები/ს
ა მ ე გ რ ე ლ ო
2. პროექტის მთავარი
იდეა: გავუღვივოთ მოსწავლეებს
სამშობლოს სიყვარული, ინტერესი ჩვენი
სამშობლოს სხვადასხვა კუთხეების შესწავლის მიმართ.
3. აქტუალობა: ისტორიული კვლევის უნარის ჩამოყალიბება. პატრიოტული გრძნობების გაღვიძება
4. პროექტის მიზნები: .ინფორმაციის გააზრებისა და მოწესრიგების
უნარის განვითარება. მონაცემთა ბაზის შექმნა და გამოფენა პრეზენტაციის სახით
5. ვადები: 1 თვე
6. მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი
7. მოსალოდნელი შედეგი:
·
ინტერესის გაღვივება ქვეყნის ისტორიული წარსულისადმი.
·
კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა
8. რესურსები: მე-5 კლასის სახელმძღვანელო ,,ჩვენი
საქართველო“-ავტ. მ. სურგულაძე, ნ. მინდაძე, ვ. ნეიძე, კ.ხარაძე; ინტერნეტი, სამუშაო ფურცლები, ვიდეო კამერა,
ფოტო აპარატი.
9. პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1-პროექტის თემის შერჩევა,კითხვების ჩამოყალიბება
აქტივობა 2 - საპროქტო ჯგუფის ჩამოყალიბება
აქტივობა 3 - სამუშაო გეგმის შედგენა
აქტივობა 4 - ექსკურსია მარშრუტით: ,,ნატანები-ფოთი-ხობი-ზუგდიდი-სენაკი-მარტვილი“
აქტივობა 5 - ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება.
აქტივობა 6 - პროექტის წარდგენა აუდიტორიისათვის.
აქტივობა 7 - პროექტის შეფასება
პროექტის
შეფასების განზოგადებული რუბრიკა
მაქსიმალური ჯამური ქულის გაყოფით
სამზე მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა
ელემენტარული
1 ქულა
|
მისაღები
2 ქულა
|
ოსტატური
3 ქულა
|
|
1.მიზანი
|
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
|
ხდება ერთ
მიზანზე ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილი
მიზნები, მარტივად აღსაქმელი
|
2.ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული,
არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
|
გააზრებულია
თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი,
ზოგი გაუგებარი
|
კარგად ორგანიზებული
ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
|
3.შინაარსის
კორექტულობა
|
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
|
ძირითადად
კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
|
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
|
4.ენობრივი
გამართულობა
|
ენობრივად
გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
|
ენობრივად
გამართული, მცირე შეცდომებით
|
ენობრივად
გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
|
5.კვლევა
|
კვლევა არაეფექტურადაა
დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი
ზედაპირულია
|
კვლევა დაგეგმილია,
მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია
გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
|
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და
ანალიზი სიღრმისეულია
|
6.თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები
ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
|
თვალსაჩინოებების
კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
|
მრავალფეროვანი,
შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
|
7.შემოქმედებითობა
|
მცირე შემოქმედებითი
ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
|
ზოგჯერ ჩანს
ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ
წარმოჩენაში
|
ჩანს ჯგუფის
ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
8.კავშირები საგნებთან
|
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო
ინტერპრეტირება
|
მოსაზრებები
დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
|
ხდება მთავარი
მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს
ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე
|
9.დასკვნები
|
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
|
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ
არის მკაფიო
|
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებულია
|
10.პრეზენტაცია
|
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის
ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
|
ბუნდოვნად აყალიბებს
პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს,
პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
|
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება,
აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს
ყველა კითხვას
|
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორი:
საზ. მეც.V-VI. 10. მოსწავლეს შეუძლია
ჩამოთვლოს საქართველოს მოსახლეობის მახასიათებლები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩამოთვლის საქართველოს
სხვადასხვა რეგიონებში განვითარებულ მეურნეობის ტიპებს.
საზ. მეც.V-VI.11. მოსწავლეს
შეუძლია დააკავშიროს საქართველოს გეოგრაფიული ობიექტები დასახლებების ტიპებთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით
აღწერს სხვადასხვა ტერიტორიისთვის დამახასიათებელ პეიზაჟს (მაგ. მთები, ტყეები, და სხვა);
·
ასხვავებს საქართველოში გავრცელებულ
საცხოვრებელი სახლების ტიპებს;
·
უკავშირებს სახლების არქიტექტურას
გეოგრაფიულ გარემოს;
·
ასხვავებს სხვადასხვა ტიპის
დასახლებებს და მსჯელობს კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში მათი გაჩენის მიზეზებზე (მაგ. რატომ აარსებენ ქალაქებს მდინარეების ნაპირებზე,
რატომ გვხვდება ძველი ნასახლარები მიუვალ ადგილებში);
11. პროექტის ხელმძღვანელი
[მასწავლებელი] - ლეილა ზოიძე;
No comments:
Post a Comment