გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა _ დავით აღმაშენებლის რეფორმები


გაკვეთილის მთავარი თემა
დავით აღმაშენებლის რეფორმები
საგანი/პედაგოგი
ისტორია/ლეილა ზოიძე
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო/IX კლასი
მოსწავლეთა პროფილი
34 მოსწავლე/სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         აკვეთილი აქტუალურია შუა საუკუნეების ისტორიის შესასწავლად
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები

  •            მოსწავლემ უნდა შეძლოს გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
  •            მოსწავლემ უნდა შეძლოს დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.
  • ·          მოსწავლემ უნდა შეძლოს გაანალიზოს საშინაოდა საგარეო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

ისტ.IX.2.  მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • რუკაზე აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სხვადასხვა ეპოქი სავაჭრო გზებს;

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითსტრუქტურები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ. გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს;
  • ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.


  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენ მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;

  •            მოსწავლეები შეძლებენ დროსა და სივრცეში ორიენტაციას
  •           ფაქტებისა და მოვლენების ისტორიულ ინტერპრეტაციას
  •            თვალსაჩინოების გამოყენებას  და შექმნას
  •            პრობლემის გააზრებას დასხვადასხვა საკითხთა შორის კავშირის დადგენას
  •          პრობლემის გადაჭრას
  •   კვლევას
წინარე ცოდნა
·         მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.
·         შეუძლიათ დროსა და სივრცეში ორიენტაცია
·         პრობლემის გააზრება
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო, დაფა, ფურცლები,
კომპიუტერი, ინტერნეტი, ელექტრონული პრეზენტაცია, რუკა
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება-2 წთ.
გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა
აქტივობა1. გონებრივი იერიში 5წთ.
1.      ვინ არიან თურქ-სელჩუკები?
2. რომელ ტერიტორიაზე შეიქმნა მათი სახელმწიფო?
3. რა ზიანი მიაყენეს მათ საქართველოს?
B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა2. როგორი საქართველო ჩაიბარა და
ვით აღმაშენებელმა- მინი ლექცია 5წთ.
აქტივობა 3. ინფორმაციის ორგანიზება-ჯგუფებში მუშაობა. მასწავლებელი ანაწილებს საკითხებს-8წთ.

I ჯგუფი - საეკლესიო რეფორმა
II ჯგუფი-სასამართლო რეფორმა
III ჯგუფი-სამხედრო რეფორმა
აქტივობა 4ჯგუფები ახდენენ ნამუშევრის პრეზენტაციას-10წთ.
C ფაზა-რეფლექსია
მოსწავლეები პასუხობენ გაკვეთილის მთავარ  კითხვას: რა მნიშვნელობა ჰქონდა დავით IV აღმაშენებლის რეფორმებს.
ამ ნაწილს თან ერთვის ელექტრონული პრეზენტაცია. 10 წთ.
მოსწავლეები ახდენენ თვითშეფასებას -2 წთ.
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს, აძლევს საშინაო დავალებას ,,დავით აღმაშენებელი აღორძინებული ქართული სახელმწიფოს შემოქმედი“.
აძლევს რეკომენდაციას წაიკითხონ კ.გამსახურდიას ,,დავით აღმაშენებელი“,
დ.ტურაშვილის ,,ტყეების მეფე“-3წთ.

No comments:

Post a Comment